ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი: ეს არის პოლიტიკურად ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანი რეზოლუცია

ეს არის პოლიტიკურად ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანი რეზოლუცია, – ასე აფასებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ილკა კანერვა საქართველოს შესახებ დღეს მიღებული რეზოლუციას.
როგორც კანერვამ ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა მოხდება ვენაში ეუთოსთვის, ასევე ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანის საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის.
„ეს არის პოლიტიკურად ძალიან ფასეული და მნიშვნელოვანი რეზოლუცია. ის შეიცავს 67 ქვეყნის პოლიტიკურ ნებას, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ამას შესაძლოა, არ ეთანხმებოდეს. აღნიშნული დეკლარაციის წარდგენა მოხდება ვენაში ეუთოსთვის, ასევე ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანის საგარეო საქმეთა სამინისტროებისთვის. ვუგზავნით ამ მესიჯს ყველა ქვეყანას და შევეცდებით, გავაძლიეროთ ძალისხმევა ჩვენი იდეების განსახორციელებლად“, – განაცხადა ილკა კანერვამ.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია სახელწოდებით – „კონფლიქტი საქართველოში“ დამტკიცდა. პლენარულ სხდომაზე ასევე 122 ხმით, 6-ის წინააღმდეგ ეუთო-მ დაამტკიცა თბილისის დეკლარაცია. რეზოლუციაში ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე კეთდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები