“კონფლიქტი საქართველოში” – ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია დაამტკიცა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სესიაზე საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუცია სახელწოდებით – „კონფლიქტი საქართველოში“ დამტკიცდა.
პლენარულ სხდომაზე ასევე 122 ხმით, 6-ის წინააღმდეგ ეუთო-მ დაამტკიცა თბილისის დეკლარაცია. რეზოლუციაში ძირითადი აქცენტი ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ქმედებებზე კეთდება. რეზოლუციაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უგულებელყოფას. ამასთან, ასამბლეა რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შერულებისკენ მოუწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები