ანი მიროტაძე გიგი წერეთელზე: ეს ადამიანები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელი „ქართული ოცნების“ წევრებისთვის მიღებული აღმოჩნდა.
დეპუტატ ანი მიროტაძის თქმით, მან გიგი წერეთელს მხარი არ დაუჭირა არა იმიტომ, რომ ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, არამედ, იმის გამო, რომ გიგი წერეთელი და მისი პარტიის წევრები წლების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
„გიგი წერეთლის წინააღმდეგი იმიტომ კი არ ვარ, რომ ის ოპოზიციური პოლიტიკური ძალის წარმომადგენელია, არამედ ეს ადამიანები, ამ ხნის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. ისინი ავრცელებდნენ ინფორმაციებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ“, – განაცხადა ანი მიროტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მმართველი გუნდის არგუმენტით, კენჭისყრის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს, თუ რამდენად სცემს ეუთოს ღირებულებებს პატივს პარტია, რომელშიც კონკრეტული კანდიდატი-პოლიტიკოსი მოღვაწეობს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნით სხდომაზე, რამდენიმე წუთში გაირკვევეა, ვინ გახდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ახალი პრეზიდენტი, სადაც ერთ-ერთ კანდიდატად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი წერეთელია წარდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები