ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს, რომელიც, დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაციით, ტერაქტების მოწყობას გეგმავდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„დაკავებულია 1978 წელს დაბადებული ლევან გიუნაშვილი, რომელიც ცხინვალის რაიონის სოფელ დისეუშია დაბადებული“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების სამსახურში.
ამ ინფორმაციის მიხედვით, გიუნაშვილი ეჭვმიტანილია ცხინვალის რაიონში 2007 წელს ხელყუმბარის აფეთქებაში და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედროების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში, რის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ხოლო ერთი მძიმედ დაიჭრა. „სპუტნიკის“ ცნობით, ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები