თიბილოვი საქართველოსთან ე.წ. საზღვრის კიდევ უფრო სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერი ლეონიდ თიბილოვი აცხადებს, რომ იგეგმება საქართველოსთან ე.წ. საზღვრის კიდევ უფრო გამაგრება.
როგორც თიბილოვმა „ინტერფაქსს“ განუცხადა, საუბარია საზღვრის მოწყობაზე თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით.
ამის შესახებ თიბილოვმა მოსკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა.
„ეს საკითხები ჩვენ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის უფროსთან, ალექსანდრე ბორტნიკოვთან შეხვედრაზე განვიხილეთ. საუბარი შეეხებოდა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამეკავშირეო ხელშეკრულების შესრულებას საზღვრის დაცვის კუთხით“, – განაცხადა თიბილოვმა.
მისი თქმით, ოსი და რუსი მესაზღვრეები „საზღვარს“ ერთობლივად იცავენ და ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები