ცხინვალში მკვლელობა მოხდა

ცხინვალში 52 წლის მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. მკვლელობა ქალაქის შემოგარენში მოხდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულია 43 წლის მამაკაცი. გამოძიებამ დაადგინა, რომ მკვლელი და მოკლული მამაკაცი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. მათ შორის კამათი მოხდა, რა დროსაც ერთმა მეორეს დანით 12 ჭრილობა მიაყენა და გვამი გზაზე დააგდო. მოგვიანებით ეჭვმიტანილი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თავად ჩაბარდა ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველ სტრუქტურებს. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები