ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პარლამენტმა“ ოკუპირებულ აფხაზეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პარლამენტმა ოკუპირებულ აფხაზეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. შეთანხმების მიხედვით, ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება ტრანზიტით გაიაროს ან დაუბრკოლებლად შევიდეს და 90 დღის განმავლობაში იმყოფებოდეს მეორე ოკუპირებულ რეგიონში. ამისთვის ვიზის აღება აუცილებელი არ იქნება.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მიმდინარე წლის აპრილში მოახდინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები