სუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საფეხბურთო კლუბის პრეზიდენდი დააკავა (ვიდეო)

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბი“-ს პრეზიდენტი გოჩა ა. და მოქალაქე ვასილ მ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტმა გოჩა ა-მ მოქალაქე ვასილ მ-ს დახმარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეს ა(ა)იპ „35-ე საფეხბურთო კლუბში“ ფიქტიურად გაფორმების სანაცვლოდ მოსთხოვა და გამოართვა 8 000 აშშ დოლარი.
გამოძიება კომერციული მოსყიდვისა და კომერციულ მოსყიდვაში დახმარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 25-221-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები