ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საზღვარზე“ მამაკაცი დააჯარიმეს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში ტვირთის შეტანას გეგმავდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის და საქართველოს საოკუპაციო ხაზზე, ახალგორის რაიონში, მამაკაცი დააკავეს, რომელიც ოკუპირებულ რეგიონში დაშვებულზე მეტი ტვირთის შეტანას აპირებდა.
ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ე.წ. სასაზღვრო სამსახურში განუცხადეს, ამ რაიონში „საზღვრის“ გადაკვეთის მსურველებს 50 კილოგრამზე მეტი ტვირთის შეტანის უფლება არა აქვთ.
„დაკავებულია ზაზა ბალაშვილი. მის მანქანაში 850 კილოგრამის ტვირთი იყო, რაც დაშვებულ ნორმას რამდენჯერმე აღემატებოდა“, – განუცხადეს „სპუტნიკს“ ე.წ. სასაზღვრო სამსახურში.
ბალაშვილს 1500 რუსული რუბლის ჯარიმის გადახდა დააკისრეს, რის შემდეგაც მას ტვირთი დაუბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები