გიორგი კვირიკაშვილი: შოკირებული ვარ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.
„შოკირებული ვარ და ვწუხვარ სტამბოლის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო. თქვენს გვერდში ვართ და ტქვენთვის ვლოცულობთ“, – წერს  გიორგი კვირიკაშვილი „ტვიტერზე“.
ბოლო ინფორმაციით, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა, 60-ზე მეტი კი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის არიან უცხოელები, ასევე ბავშვები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები