საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სტამბოლის აეროპორტში მომხდარი აფეთქებების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“შეძრწუნებული ვარ სტამბოლის ათათურქის აეროპორტში განხორციელებული ტერორისტული აქტის  გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ამ განსაცდელის ჟამს ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ თურქეთის ხელისუფლებას და თურქ ხალხს ტერორიზმთან ბრძოლაში”, – აღნიშნულია პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში, ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა. უცხოური მედიის ცნობით, ორმა ტერორისტმა თავდაპირველად საერთაშორისო ტერმინალის შესასვლელთან ავტომატებიდან ცეცხლი გახსნეს, ხოლო შემდეგ თავი აიფეთქეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები