ეკა ბესელია: მაჟორიტარობის კანდიდატებზე საბოლოო შეჯერება და წარდგენა ახლო მომავალში მოხდება
ადამიანის უფლებების დაცვის საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, მაჟორიტარობის კანდიდატებზე საბოლოო შეჯერება და მათი საზოგადოებისთვის წარდგენა ახლო მომავალში მოხდება. ეკა ბესელიას განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე პარტია მუშაობას განაგრძობს.
„მოკლე დროში მოხდება პოლიტსაბჭოს ფორმატში საბოლოო შეჯერება. როცა პრემიერი ვიზიტიდან დაბრუნდება, მაჟორიტარობის კანდიდატებს საბოლოოდ შევათანხმებთ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.