უკრაინაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ორი პირი დააკავეს

უკრაინის ქალაქ ხარკოვის აეროპორტში ტაჯიკეთის ორი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები. ისინი „ინტერპოლის“ ხაზით იძებნებოდნენ. ამის თაობაზე უკრაინის სასაზღვრო სამსახური იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შემოწმების დროს ამ პირებს აღმოაჩნდათ ვიდეოგაკვეთილები არაბულ ენაზე. მათზე ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ინსტრუქცია იყო ჩაწერილი, რომლის გასააქტიურებლად მობილური ტელეფონი გამოიყენება.
გარდა ამისა, მათ ფოტოები ჰქონდათ, რომლებზეც „ტერორისტული გარეგნობის“ შეიარაღებული პირები იყვნენ აღბეჭდილნი. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები საერთაშორისო ძებნაში იმყოფებიან და ისინი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არიან დაკავშირებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები