გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულს შინაპატიმრობა შეეფარდა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სამხედრო სასამართლომ სოფელ ხურჩაში გიგი ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ ქანჯი-ოღლის შინაპატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ე.წ. სამხედრო პროკურორმა ადგურ აგრბამ განუცხადა, მათ სასამართლოს რაშიდ ქანჯი-ოღლის დაკავების შუამდგომლობით მიმართა, მაგრამ სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა და ბრალდებულს შინაპატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, მკვლელობა ენგურის საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ ხურჩაში მიმდინარე წლის 19 მაისს მოხდა.
ქანჯი-ოღლისა და ოთხოზორიას შორის კონფლიქტი მოხდა. რაშიდ ქანჯი-ოღლი ოთხოზორიას დაედევნა და მას რამდენჯერმე ესროლა. ოთხოზორია ადგილზევე გარდაიცვალა. მომხდარი უსაფრთხოების ვიდეოკადრებმაც დააფიქსირა.