რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოჭში თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიიწვია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვასილი ნებენზიას განცხადებით, მოსკოვი ელოდება შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების შეხვედრაზე თურქეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობას.
სხდომა 1-ელ ივლისს სოჭში უნდა გაიმართოს. ნებენზიას თქმით, მოსკოვმა „ყველა მინისტრი მიიწვია და ამჟამად პასუხს ელოდება“.
„შეხვედრის ფორმატი ორმხრივი მოლაპარაკების ჩატარებას არ ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა, თუ თურქი მინისტრი შეხვედრაზე მივა, მას ჩვენს მინისტრთან გასაუბრება მოუნდება. და ასეთი შესაძლებლობა აუცილებლად ექნება. ჩვენ არავის გავურბივართ. არ ვიმალებით, ყველას ვესაუბრებით და ნებისმიერი საუბრისთვის მზად ვართ“, – განაცხადა ნებენზიამ.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა იბრაჰიმ კალინმა განაცხადა, რომ თურქეთი რუსეთს ჩამოგდებული სამხედრო თვითმფრინავისთვის ბოდიშს არ მოუხდის და კომპენსაციის გადახდასაც არ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები