ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს 23 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელსაც „საზღვრის უკანონო გადაკვეთას“ აბრალებენ. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. როგორც სააგენტოს ე.წ. სასაზღვრო სამსახურში განუცხადეს, ახალგაზრდა მამაკაცი ცხინვალის რაიონის სოფელ არცეუსთან დააკავეს. ის გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრია. ამავე სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთში, საერთო ჯამში, საქართველოს 40 მოქალაქე დააკავეს.