აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის დაპატიმრებას ითხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სამხედრო პროკურატურამ ე.წ.სამხედრო სასამართლოს გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი-ოღლის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა.
არსებული ინფორმაციით, ე.წ. მესაზღვრე რაშიდ კანჯი-ოღლი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების სამსახურიდან დაითხოვეს.
დე ფაქტო სამხედრო პროკურატურის ცნობით, რაშიდ კანჯი-ოღლის საქმე შემდგომში სასამართლოს გადაეცემა.
შეგახსენებთ,რომ 19 მაისს ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტ¬რაციულ საზღვართან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღით სასტიკად მოკლეს გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. ერთმა მათგანმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ, ოთხოზორიას თავში საკონტროლო ტყვია დაახალა. გარდაცვლილს 2 ტყვია ფეხში, 3 – მუცელში, ერთი კი თავში ჰქონდა დახლილი. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ინტერპოლს რაშიდ კანჯი-ოღლის წითელი ცირკულარით ძებნის დაწყების თხოვნით მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები