ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხორცკომბინატი აშენდება

რუსული კომპანია „ევროდონი“ ე.წ. სამხრეთ ოსეთში ხორცკომბინატს ააშენებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
პროექტს რუსი ბიზნესმენი ვადიმ ვანეევი აფინანსებს და მისი ფასი 156 მილიონ რუბლს შეადგენს.
ვანეევის თქმით, თანხებს „მოსკოვის ბანკი“ გამოყოფს. შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში ხორცის გადამამუშავებელი კომბინატი ნახევარ წელიწადში შენდება.
„ქარხანაში ათი სახეობის ძეხვეულის წარმოება მოხდება. დასაქმებული იქნება 30 ადამიანი, ერთი დღეში დაახლოებით ორი ტონა პროდუქციის წარმოება მოხდება“, – განუცხადა ვანეევმა „სპუტნიკს“.
„ევროდონი“ როსტოვის ოლქში ერთ-ერთი უმსხვილესი აგროსაწარმოა. ის წელიწადში 71 ათას ტონა ხორცს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები