ე.წ. სამხრეთ ოსეთში საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს
ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებმაც ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. უშიშროების სამსახურში აცნობეს.
ამ ინფორმაციის მიხედვით დაკავებულებს საბუთები არ აღმოაჩნდათ და ამჟამად მათი ვინაობა დგინდება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე თვეში ე.წ. მესაზღვრეებმა, საერთო ჯამში, საქართველოს ათი მოქალაქე დააკავეს, წლის დასაწყისიდან კი 40 პირია დაკავებული. მათი უმეტესობა ცხინვალში ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.