ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყოველწლიური ანგარიშის თემატური ნაწილი დაამტკიცეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში მიმდინარე შეხვედრაზე, ევროკავშირის ყოველწლიური ანგარიშის „ადამიანის უფლებები და დემოკრატია 2015“ თემატური ნაწილი დაამტკიცეს.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გასული წელი ევროკავშირსა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის გამოწვევების წელი იყო.
ანგარიშში საუბარი შეეხება საქართველოსაც.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი, ევროპის საბჭოსთან ერთად მუშაობს საქართველოში პენიტენციარული სისტემის მხარდაჭერის უზრუნველყოფასა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე, მათ შორის ახორციელებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების თანამშრომლებისთვის გრძელვადიან სატრენინგო პროგრამას.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ლგბტ საზოგადოების წევრთა უფლებების დასაცავად და გასულ წელს აღნიშნული საკითხი წინ წაიწია ადამიანის უფლებების შესახებ საქართველოსთან დიალოგში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები