დიმიტრი ქუმსიშვილი: წინა ხელისუფლება არა მხოლოდ ძალადობდა მოსახლეობაზე, არამედ აშიმშილებდა მათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თავი დააღწია სიღარიბეს და სიდუხჭირეს, პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული დასაქმებაზე და ხელფასების ზრდაზე. ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა კონფერენცია „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევების“ დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„იმ ადამიანთა რაოდენობა, ვინც თავი დააღწია სიღარიბეს და სიდუხჭირეს, პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული დასაქმებაზე და ხელფასების ზრდაზე. მე პირდაპირ შემიძლია განვაცხადო, რომ წინა ხელისუფლება არა მხოლოდ ძალადობდა მოსახლეობაზე, არამედ აშიმშილებდა მათ“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია – „საქართველოს ეკონომიკა და ბიზნესგარემო – მიღწევები და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ: ორგანიზაცია “მოქალაქე”, “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია”, “საზოგადოება 2030” და პარტნიორი ორგანიზაციები. კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობის წევრები და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები