ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვს
ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. მინისტრის, ლეონიდ ძაფშბას გადადგომას მოითხოვს, – ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ე.წ. მინისტრის გადადგომა დღეს სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე „ოპოზიციურ ძალთა ბლოკის“ წარმომადგენლებმა მოითხოვეს.
როგორც პრესკონფერენციის მონაწილეებმა განაცხადეს, ინტერნეტში აუდიოჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც ლეონიდ ძაფშბა ე.წ. პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების საკითხზე დაგეგმილი რეფერენდუმის ბოიკოტირებისკენ მოუწოდებს. ფონდ „აპრას“ ხელმძღვანელის, ასლან ბჟანიას თქმით, ეს არის შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან სამინისტროს პირადი შემადგენლობის დაშინების და დამცირების მცდელობა.