რუსმა სამხედროებმა სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი დააკავეს
ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 43 წლის ვიტალი ჯოჯიშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, ვიტალი ჯოჯიშვილი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს პირუტყვს მწყემსავდა, რა დროსაც მასთან შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ და დააკავეს. დაკავებული ჯერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე სოფელ ღრომში გადაიყვანეს, შემდეგ კი – ცხინვალის იზოლატორში. დაკავებულის ახლობლებმა მომხდარი უკვე შეატყობინეს შსს-ს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.