მდინარე ლიახვზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 85-ე კილომეტრზე, მდინარე ლიახვზე არსებულ ხიდებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც “კვირას“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, აღნიშნულ ხიდებზე სადეფორმაციო ნაკერის აღდგენითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, 21 მაისიდან ხიდის მარცხენა (ქუთაისი-თბილისის) მიმართულებაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ამ დრომდე იკრძალებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები