კრწანისის გამგეობა მოქალაქეებს მოუწოდებს, ლეღვთახევის ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ

წლიერმა წვიმამ ლეღვთახევში მდინარე წავკისისწყლის ადიდება გამოიწვია. როგორც კრწანისის გამგეობაში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო სამსახური, რომელმაც კრწანისის გამგეობის თანამშრომლებთან ერთად მდინარის კალაპოტი დაათვალიერა.
ამ დროისთვის წყლის დონის მატების საშიშროება აღარ არსებობს. თუმცა ხევი დროებით დაკეტილია და გამგეობა მოქალაქეებს მოუწოდებს, აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები