სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ პატრიარქი სამებაში პარაკლისს აღავლენს

სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით ხვალ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სამების საკათედრო ტაძარში პარაკლისს შეასრულებს. პარაკლისი 18:00 საათზე დაიწყება.
მანამდე სულიწმინდის დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ლავრაში, სულიწმინდის ტაძარში შესრულდება წირვა.
სახარების მიხედვით, ქრისტეს ამაღლებიდან მეათე დღეს, სახლში, სადაც მისი მოწაფეები იყვნენ შეკრებილნი, უფლის მიერ აღთქმული სულიწმინდა ცეცხლის ენებით, ხილულად გადმოვიდა მოციქულებზე. სულიწმინდის გადმოსვლით მოციქულებზე ენათა ცოდნის მადლი გადავიდა, რათა მათ ქრისტეს ცხოვრებასა და მის სასწაულებზე ექადაგათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები