ხვალ თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

ხვალ დედაქალაქის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება, კომპანია “თელასის” ცნობით აღნიშნულის მიზეზი გეგმიური სამუშაოებია.
„თელასი“ შეზღუდვების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს:
„ვაკის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების, დელისის 3 ქუჩის, კვანტალიანის, გოძიაშვილის, კამანის, თამაზ ნადარეიშვილის და გაზაფხულის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე 1 საათიანი მონაცვლეობით შეზღუდვა შეეხება: მერაბ ალექსიძის, ალმასიანის, ბიძინა კვერნაძის, ბოჭორიშვილის, ფიზკულტურის და ტყვარჩელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ყვარლის, საინგილოს, ჯორჯ ბუშის, ნავთლუღის, ჭრელაშვილის და წერნაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კავთისხევის, მახინჯაურის, დეპოს, ზედაზნის, გიორგი სააკაძის და რიონჰესის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VIII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, მორეტის, მამკოდის და ტაბიძის (გლდანი) ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი 3 დასახლების I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი – გეგმიური სამუშაოების გამო 10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის და გულიას ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები