რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა აღდგა

რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. „ტრანსკამის“ საავტომობილო გზა, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს რუსეთთან აკავშირებს, ორი დღის წინ ჩაიკეტა. ამის მიზეზი მეწყერი გახდა. „ტრანსკამზე“ მეწყერისა და ზვავის ჩამოწოლა საკმაოდ ხშირად ხდება, რის გამოც გზა იკეტება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები