რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზა კვლავ ჩაიკეტა

რუსეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გზა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად კვლავ ჩაიკეტა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. ამის გამო ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე 300 მანქანაა გაჭედილი.
„ჩვენ აქ ოთხშაბათის საღამოდან ვართ გაჭედილები. როდის აღდგება მოძრაობა, ზუსტად არავინ იცის. უამრავი ადამიანია გაჭედილი, რომლებიც ცხინვალში ჩასვლას გეგმავდნენ“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ცხინვალის მკვიდრმა ნიკოლაი აკოპოვმა.
ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გზის საფარზე 4 ათასამდე კუბური მეტრი მიწა ჩამოწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები