ოკუპირებულ აფხაზეთში ქალაქ ოჩამჩირეს სახელი გადაარქვეს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ქალაქ ოჩამჩირესთვის სახელის გადარქმევის გადაწყვეტილება მიიღო.
მას „აჩამჩირა“ დაარქვეს. ამის თაობაზე სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
როგორც სააგენტოს ე.წ. პარლამენტის წევრმა ვალერი ქვარჩიამ განუცხადა, სახელწოდებებს ოკუპირებული რეგიონის სხვა გეოგრაფიულ პუნქტებსაც შეუცვლიან.
მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში ტყვარჩელის რაიონს „ტკუარჩალის“ სახელი, ხოლო გალის რაიონს სახელწოდება „გალ“ დაარქვეს.