ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სომეხთა გენოციდის საკითხს განიხილავს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სომეხთა გენოციდის საკითხს განიხილავს. შესაბამისი განცხადებით მას ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სომხურმა დიასპორამ მიმართა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ე.წ. პარლამენტის წევრმა დეპუტატმა პიოტრ გასიევმა შეატყობინა.
მისი თქმით, თუ ე.წ. პარლამენტი დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს „ისტორიული სამართლიანობის აღდგენა იქნება“.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში სომხურ დიასპორაში 300 ადამიანი შედის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები