ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონში დენი გაითიშა
ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის შესახებ სააგენტო „რბკ“ იუწყება. „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, ავარიის მიზეზი ძლიერი სიცხე გახდა, რამაც მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებში „მოკლე ჩართვა“ გამოიწვია. ავარია ოკუპირებული აფხაზეთის და რუსეთის დამაკავშირებელ ხაზზე მოხდა.
ამჟამად მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.