ე.წ. სამხრეთ ოსეთში მკვლელობა მოხდა

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ძაუს რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა პისტოლეტით თანასოფლელი მოკლა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.
„ცეცხლსასასროლი იარაღიდან გასროლით ვინმე გასიევმა 43 წლის ოლეგ კოჩიევი მოკლა. თავდამსხმელი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – განუცხადა „სპუტნიკს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრმა ახსარ ლავოევმა. მისი თქმით, ამჟამად ბოროტმოქმედის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობამდე გასიევსა და კოჩიევს შორის ჩხუბი მოხდა. მკვლელობა რუსეთის შეიარაღებული ძალების მე-4 ბაზის სიახლოვეს მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები