ოკუპირებულ აფხაზეთში რუსმა სამხედროებმა წვრთნები გამართეს
რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, „ცაბალის“ პოლიგონზე სამხედრო წვრთნები გამართეს. მასში სადაზვერვო ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ.
სამხედრო სწავლების დროს მზვერავებმა პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს, რომელიც მთაში იმალებოდა.
ღონისძიებაში ასამდე მზვერავი და 20 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის სადაზვერვო მანქანები „დოზორი“, დაჯავშნილი მანქანები „მუსტანგი“ და ჯავშანტრანსპორტიორები.