ოსმა ძალოვნებმა აძვისა და ფლავისმანში მცხოვრები ქართველები გაათავისუფლეს

ორდღიანი პატიმრობის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მკვიდრი ვახტანგ მჭედლიშვილი და სოფელ ფლავისმანში მცხოვრები გიორგი სოხატერი გაათავისუფლეს. ორივე მათგანი 9 ივნისს, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ჯარიმის სახით 2 ათასი რუბლის გადახდის შემდეგ, ოსმა ძალოვნებმა მჭედლიშვილი და სოხატერი ქართველ სამართალდამცავებს სოფელ ერგნეთში, ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები