ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსი ოკუპანტები წვრთნებს ატარებენ
რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის 1 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ძარწემის სამხედრო პოლიგონზე საველე წვრთნები დაიწყო. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. წვრთნებში მონაწილეობენ ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები და თვითმავალი საარტილერიო დანადგარები. ცეცხლის კორექტირებისთვის სამხედროები აქტიურად იყენებენ უპილოტო საფრენ აპარატებს: „ზასტავა“, „გრანიტი“, ორლანი“ და „ლეერი“. წვრთნების დასარულს სამხედროები ტანკებიდან, საბრძოლო მანქნებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან საბრძოლო სროლებში ივარჯიშებენ.