საოკუპაციო ხაზთან კიდევ ერთი პირი დააკავეს – “დაგვაყენეს ჩოქებზე და ავტომატები დაგვადეს”

საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შეიარაღებულმა პირებმა სოფელ ფლავისმანის მცხოვრები 33 წლის გიორგი სოხატევი დააკავეს.
სოფლის მიმდებარე საძოვრიდან მასთან ერთად 16 წლის მოზარდიც აიყვანეს, თუმცა მოგვიანებით გაუშვეს.
არსებული ინფორმაციით, გატაცებულს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. ოჯახი უკიდურესად გაჭირვებულია და ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს.
ფლავისმანელები დახმარებასა და გატაცებულის დაუყონებლივ დაბრუნებას ითხოვენ.
„ნახირში ვიყავით მე და ჩემი მეზობელი. უეცრად მოვიდა მანქანა მგონი „ვილისი“ იყო. დაახლოებით 6 კაცი მაინც იჯდა. ორი გადმოვიდა, აქეთ იქითადან ამოგვიდგნენ და მანქანა ფეხებში მოგვიყენეს. გაქცევა დავაპირეთ მე და ამ ბიჭმა, მაგრამ ვერ გავიქცეოდით. პირველ რიგში ნახირი არ მივატოვეთ და თან შეგვეშინდა არ ესროლათ. დაგვაყენეს მუხლის ჩოქებზე, ავტომატები დაგვადეს. მე გამიშვეს 5 წუთში ნახირი ჩარეკეთო, თუ არ ჩარეკავ 5 წუთში შენც დაგიჭერთო. ამასობაში ეს ბიჭი წაიყვანეს“,- ყვება მოზარდი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები