საოკუპაციო ხაზთან, სოფელ აძვთან 62 წლის მამაკაცი დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ აძვში რუსმა სამხედროებმა 62 წლის ვახტანგ მჭედლიშვილი დააკავეს. ის, ორ თანასოფლელთან ერთად, მინდორში საქონელს მწყემსავდა. ადგილობრივების თქმით, მათ ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავთ და დაკავება სოფლის საძოვრებზე მოხდა.
გატაცებულის ოჯახს ცხინვალიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.