ე.წ. სამხრეთ ოსეთში 12 ივნისს რუსეთის დღეს აღნიშნავენ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში 12 ივნისს რუსეთის დღე აღინიშნება. ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა ბრძანებულება გამოსცა, რომლის მიხედვით ე.წ. სამხრეთ ოსეთში დასვენების დღეებად 11, 12 და 13 ივნისი გამოცხადდა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ფედერაციაში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი მიმდინარე წლის აგვისტოს ნაცვლად 2017 წელს ჩატარდება.