ქეთევან ციხელაშვილი ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებზე: ეს არის აბსოლუტურად არალეგალური და არაკანონიერი

ქარელის რაიონში, სოფელ ავნევის განაპირას რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების დამონტაჟების ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი უკანონობად აფასებს. მისივე თქმით, ჟენევის ფორმატში ერთ-ერთი მთავარი საკითხი მახინჯი კონსტრუქციების – მავთულხლართებისა და ბანერების დემონტაჟს შეეხება.
„ეს არის აბსოლუტურად არალეგალური და არაკანონიერი. თვქენ იცით, რომ ჩვენთვის ჟენევაში, ისევე როგორც ყველა ფორმატში ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ აი, ეს მახინჯი კონსტრუქციებია – მავთულხლართები, ბანერები და მათი დემონტაჟი.
ცხადია, მომდევნო შეხვედრაზე, როგორც ჯენევის რაუნდის ფარგლებში, ისე IPRM-ის ფარგლებში, რომელიც 28 ივნისს არის დაგეგმილი, თუ ამის საჭიროება იქნება, ეს საკითხი იქნება თემა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ქარელის რაიონში, სოფელ ავნევის განაპირას ოკუპანტებმა იმ ტერიტორიაზე, სადაც ავნევის მცხოვრებლები სასოფლო-სამეურნეო მიწებს ფლობენ, ბანერები დაამონტაჟეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები