კახა კალაძე: არასდროს შევეგუებით ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას
საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ქვეყნის ოკუპაციას ხელი შეუშალონ, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა.
“ჩემთვის არავითარი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% რუსეთის მიერ ოკუპირებულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, რომ ამ პროცესებს ხელი შევუშალოთ. ჩვენ არასდროს შევეგუებით, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია”, – განაცხადა კალაძემ.
შეგახსნებეთ, 6 ივნისს, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქარელის რაიონის სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები დაამონტაჟეს.