ოკუპირებულ აფხაზეთში აუფეთქებელი ჭურვები გააუვნებელყვეს
ოკუპირებული აფხაზეთის და რუსეთის საოკუპაციო ნაწილების სამხედროებმა კოდორის ხეობაში აუფეთქებელი ჭურვები აღმოაჩინეს. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ნაპოვნია და განადგურებულია ნაღმმტყორცნის ოთხი ჭურვი, ასევე საარტილერიო და ყუმბარმტყორცნის თითო-თითო ჭურვი.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ჭურვები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ეკუთვნოდა, რომლებმაც ხეობა 2008 წელს დატოვეს.