ტაჯიკეთის მოქალაქე რუსეთიდან ე.წ. სამხრეთ ოსეთში კონტრაბანდის შეტანას ცდილობდა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „მესაზღვრეებმა“ ტაჯიკეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც რუსეთიდან ოკუპირებულ რეგიონში კონტრაბანდული საქონლის შეტანას ცდილობდა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, საუბარია საღეჭ თუთუნზე, რომლის შეტანაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში აკრძალულია. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს პირველი მსგავსი შემთხვევა არ არის, მიმდინარე წლის მაისში ე.წ. სამხრეთ ოსეთში აკრძალული თუთუნის შეტანის ფაქტზე უზბეკეთის მოქალაქე დააკავეს.