“პატრიოტთა ალიანსი” ხუთ ოპოზიციურ პარტიასთან ერთიანდება

”საქართველოს პატრიოტთა ალიანსი” ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის. ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული – “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, კახა კუკავას პარტია “თავისუფალი საქართველო”, კონსტანტინე გამსახურდიას პარტია “თავისუფლება”, აკაკი ასათიანის -“საქართველოს ტრადიციონალისტთა კავშირი”, გოჩა ჯოჯუას “ახალი ქრისტიან-დემოკრატები” და გია ბერძენიძე – “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება იქნება “დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია”.
ბლოკში აცხადებენ, რომ  “ნაციონალური მოძრაობის” და მასთან ასოცირებული პარტიების გარდა, მზად არიან კონსულტაციები სხვა პარტიებთანაც გაიარონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები