გიგლა ბარამიძე – არ მჭირდება მე ამერიკის ელჩის დიდაქტიკა
„დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე „რუსთავი 2“-ის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად ნეგატიური დმაოკიდებულაბა აქვს. მედიის დაბლოკვის მცდელობა კი გაუმართლებელია.
„ნებისმიერი მედიის დაბლოკვის მცდელობა და, მითუმეტეს, არჩევნების წინ, გაუმართლებელია, რად უნდა ამას ამერიკის ელჩის დიდაქტიკა, არ მჭირდება მე მისი დიდაქტიკა. საზოგადოებაც ასე, მკვეთრად უარყოფითად განიხილავს ამ საკითხს“,-აცხადებს ბარამიძე.