ე.წ. სამხრეთ ოსეთის ვიცე-პრემიერად გენერალ -მაიორი დაინიშნა
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. ვიცე-პრემიერად 51 წლის გენერალ-მაიორი დიმიტრი კოზაევი დაინიშნა. კოზაევის დანიშვნის ბრძანებულებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მოაწერა ხელი.
თიბილოვის თქმით, კოზაევი ე.წ. მთავრობაში ეკონომიკურ ბლოკს, ასევე საბაჟო და საგადასახადო ორგანოებს გაუწევს კურირებას. დიმიტრი კოზაევმა კი აღნიშნა, რომ ის ოკუპირებულ რეგიონში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობას აპირებს.