გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით სტრასბურგს და ბრიუსელს ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, 6 -7 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს და ევროპის პარლამენტის პრეზიდენტს მარტინ შულცს შეხვდება.
მათივე ინფორმაციით, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის და სოციალ – დემოკრატების ალიანსის ლიდერებთან.
გიორგი მარგველაშვილი ევროპის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს და ევროპარლამენტარების შეკითხვებს უპასუხებს.
სტრასბურგში სამუშაო ვიზიტის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური ბრიუსელში გაემგზავრება.
ბრიუსელში, 8-9 ივნისს, დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის შეხვედრები ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები