კახა კალაძე: შიდაპოლიტიკურ მოვლენებს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებასთან კავშირი არ აქვს.
კალაძის განცხადებით, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების საკითხი უახლოეს პერიოდში გადაწყდება.
“ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მიმდინარეობს მუშაობა. უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ ახლა არ იყოს თანხმობა და სექტემბერში გადაიწიოს. რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ მოვლენებს, არანაირი კავშირი არ აქვს ამას ვიზალიბერალიზაციასთან. იქ არის ევროპული ქვეყნების პრობლემები, რაც მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველომ ყველა რეფორმა განახორციელა იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოძრაონ ევროპულ ქვეყნებში”,- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
ევროპული საბჭო საქართველოს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებზე სავარუდოდ, მომავალ კვირაში იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა ევროპული საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები