ალექსანდრე ჯეჯელავა: ადრე თუ გვიან, საქათველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი

საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია და ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი. ამის შესახებ განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ იმ კითხვის საპასუხოდა განაცხადა, თუ რამდენად არის შესაძლებელი, რომ ევროკავშირის ელჩების შეუთანხმებლობა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე დაკავშირებული იყოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან.
“ჩვენ რომ ვაპირებდეთ განვითარებულ და აყვავებულ ქვეყანაში, განვითარებადი ქვეყნებიდან ხალხის უვიზოდ შემოშვებას, ჩვენც ძალიან კარგად დავფიქრდებოდით. ამიტომ ელჩების მსჯელობა და განსხვავებული მოსაზრებები, ჩემი აზრით, ბუნებრივია. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ ვიზალიბერალიზაციას. საქართველო არის ევროპის განუყოფელი ნაწილი და შეიძლება ამას დასჭირდეს რამდენიმე თვით მეტი ან ნაკლები, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გავხდებით როგორც ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით ევროპული ოჯახის წევრი, ასევე სხვა თვალსაზრისით”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ პროცესებთან კავშირს, განათლების მინისტრი მიიჩნევს, რომ ელჩები ყურადღებას ამასაც აქცევენ. მისივე თქმით, ელჩების შეუთანხმებლობა რაიმე კონკრეტულ ფაქტს არ უნდა უკავშირდებოდეს, რომელიც საქართველოში ხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები