ქეთევან ციხელშვილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე მოხსენებით გამოვიდა

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მიმდინარე შეხვედრების თემაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილე ქეთევან ციხელაშვილმა.
სასტუმრო “თბილისი მერიოტში” დიდი ბრიტანეთის “თავდაცვის კვლევების სამეფო კოლეჯის” კონფერენცია გაიმართა, რომელსაც მაღალი რანგის კურსანტები ესწრებოდნენ.
ციხელაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, საერთაშორისო მოლაპარაკების ფორმატსა და საქართველოს მთავრობის ხედვაზე კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების კუთხით.
მისი განცხადებით, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების სირთულის მიუხედავად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, როგორც საქართველო-რუსეთის მოლაპარაკების ფორმატს, ასევე ისეთ საკითხებს, როგორიც არის საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმები, დევნილების ღირსეულად დაბრუნება, გალსა და ახალგორის რაიონებში მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლებისა და გადაგილების თავისუფლების შეზღუდვების საკითხების მოგვარება.
„დღემდე 300 ათასამდე დევნილი და ათასობით ადამიანია საქართველოში ვინც ყოველდღიურად განიცდის ოკუპაციის სიმძიმეს საკუთარ თავზე“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები